ბლაშის ორფეროვანი პალიტრა PINK BLOOM
ამჟამად გატანა ხელმიუწვდომელია
პროდუქტის შესახებ
ორმაგი ტექსტურის ბლაში შექმნილია ფერის, ბზინვარებისა და მოცულობის სრულყოფილი ბალანსისთვის. პუდრი ქმნის გლუვ, რეგულირებად და მდგრად ტონალობას, ხოლო კრემოვანი ტექსტურა კანს ანიჭებს ნაზ, ტენიან და ჯანსაღ იერს.
ორივე ტექსტურა შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ცალ-ცალკე, ასევე ფენებად — ყოველდღიური ბუნებრივი მაკიაჟიდან უფრო გამოკვეთილ და ეფექტურ იერამდე.
რატომ შეგიყვარდებათ
- ორი ურთიერთშემავსებელი ტექსტურა სასურველი ეფექტისა და ფინიშის მისაღებად.
- რეგულირებადი ინტენსივობის ფერი — ნაზი ელვარებიდან უფრო მკვეთრ და ეფექტურ იერამდე.
- მდგრადი ფერი ახალი და ჯანსაღი იერით.
- გლუვი, თანაბარი და უნაკლო დატანა.
პროდუქტის ბენეფიტები
- ვეგანური შემადგენლობა (Vegan-Friendly Ingredients): დამზადებულია ვეგანური კომპონენტებისგან.
- დერმატოლოგიურად ტესტირებული (Dermatologically Tested): შემოწმებულია დერმატოლოგების მიერ.
- არ არის ტესტირებული ცხოველებზე (Not Tested on Animals): პროდუქტი cruelty-free-ია.
- გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარეშე (Non-GMO): არ შეიცავს გმო კომპონენტებს.
- მძიმე მეტალებისგან თავისუფალი (Free from Heavy Metals): არ შეიცავს მავნე მძიმე მეტალებს.
ძირითადი კომპონენტები
ადაპტური პიგმენტები (Adaptive Pigments): უზრუნველყოფს კანის ბუნებრივ, რეალურ ელფერს.
ულტრა-ნაზი პუდრი (Finely Milled Powder): უზრუნველყოფს გლუვ და თანაბარ დატანას დამძიმების შეგრძნების გარეშე.
დამატენიანებელი კრემის ბაზა (Hydrating Cream Base): ეხმარება კანის ტენიანობის შენარჩუნებას და ამავდროულად ამაგრებს ფერს.
სოფტ-ფოკუს კომპლექსი (Soft-Focus Complex): ვიზუალურად არბილებს კანის ტექსტურასა და ფორებს.
ვიტამინი E (Vitamin E): ეხმარება კანს რბილი და მოვლილი იერის შენარჩუნებაში.
შემადგენლობა
პუდრი (Powder): მიკა, მაგნიუმის სტეარატი, პოლიეთილენი, სილიციუმის დიოქსიდი (Silica), კაოლინი, ბორის ნიტრიდი, დიმეთიკონი, ეტილჰექსილ პალმიტატი, ტრიდეცილ ტრიმელიტატი, ჰიდროგენიზებული პოლიიზობუტენი, დიპენტაერიტრიტილ პენტაისონონანოატი, ოქტილდოდეკანოლი, მიკროკრისტალური ცვილი, დიმეთიკონის კროსპოლიმერი, ტოკოფერილ აცეტატი (ვიტამინი E), ალუმინის ჰიდროქსიდი, პენტაერიტრიტილ ტეტრა-დი-ტ-ბუტან ჰიდროქსიჰიდროცინამატი, ტრიეთოქსიპროპილსილანი, ფენოქსიეთანოლი, ეტილჰექსილგლიცერინი, ტოკოფეროლი, არომატიზატორი (Fragrance).
კრემი (Cream): ოზოკერიტი, მიკროკრისტალური ცვილი, პოლიეთილენი, ეტილჰექსილ პალმიტატი, ჰიდროგენიზებული პოლიიზობუტენი, ეტილცელულოზა, დიპენტაერიტრიტილ პენტაისონონანოატი, დიგლიცერილ ადიპატი/კაპრატი/კაპრილატი/ჰიდროქსისტეარატი/იზოსტეარატი/სტეარატი, ოქტილდოდეკანოლი, კაპრილის/კაპრინის ტრიგლიცერიდი, პოლიიზობუტენი, ტოკოფერილ აცეტატი (ვიტამინი E), ფენოქსიეთანოლი, ეტილჰექსილგლიცერინი, კაოლინი, მიკა, სილიციუმის დიოქსიდი (Silica), ტრიეთოქსიპროპილსილანი, ალუმინის ჰიდროქსიდი, ვინილ დიმეთიკონი/მეთიკონ სილსესქვიოქსანის კროსპოლიმერი, ტოკოფეროლი.
გამოყენების წესი
საფირმო Air Duo ეფექტი — პუდრი + კრემი: ჯერ დაიტანეთ პუდრი ფერის შესაქმნელად და გასანაწილებლად, შემდეგ კი მსუბუქი სტიპლინგით დაამატეთ კრემი ზემოდან, რათა მიიღოთ უნაკლო, ნაზი ეფექტი, რომელიც ბუნებრივად ერწყმის კანს.
ნაზი და ცოცხალი — მხოლოდ კრემი: კრემის ფორმულა პირდაპირ ლოყებზე ან სახის კანზე დაიტანეთ ნაზი, ბუნებრივი სიწითლისა და სითბოს მისანიჭებლად. გამოიყენეთ ცალკე რბილი, კანისებური ეფექტის მისაღებად.
ხანგრძლივი მდგრადობა — კრემი + პუდრი: დაიტანეთ პუდრი კრემის ზემოდან ფერის გასაძლიერებლად, რბილი და გლუვი მოცულობის შესაქმნელად და მდგრადობის გასახანგრძლივებლად მთელი დღის განმავლობაში.
რჩევები გამოყენებისას
დაიწყეთ კარგად მომზადებული და დატენიანებული კანით. ჯერ დაიტანეთ ბრონზერი სითბოსა და ნაკვთების გამოკვეთისთვის, შემდეგ კი ბლაში სახის კანისთვის ცოცხალი იერის მისანიჭებლად.
საფირმო Air Duo ეფექტისთვის ჯერ გადაინაწილეთ პუდრი, შემდეგ კი მსუბუქი სტიპლინგით დაამატეთ კრემი ზემოდან. უფრო ნაზი და ბუნებრივი იერისთვის თითოეული ტექსტურა შეგიძლიათ ცალ-ცალკეც გამოიყენოთ.
განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის.
მახასიათებლები
- არ იტესტება ცხოველებზე.
- აბრწყინებს კანს.
- მდგრადი ფორმულა.
- კრემოვანი ტექსტურა.