DR. C. TUNA Intensive Repair Hair Mask for Dry and Damaged Hair 200 ml

DR. C. TUNA თმის ნიღაბი INTENSIVE REPAIR 200 მლ

19.99 GEL
გამოტოვება პროდუქტის ინფორმაციაზე
DR. C. TUNA Intensive Repair Hair Mask for Dry and Damaged Hair 200 ml

DR. C. TUNA თმის ნიღაბი INTENSIVE REPAIR 200 მლ

19.99 GEL

პროდუქტის შესახებ

DR. C. TUNA Intensive Repair ინტენსიური აღმდგენი ნიღაბი განკუთვნილია მშრალი, მტვრევადი და დაზიანებული თმისთვის.

მის ფორმულაში შემავალი მცენარეული ჰიდროლიზებული კერატინი და ცილები ხელს უწყობს თმის დაცვას გარემოს მავნე ფაქტორებისგან, ხოლო მცენარეული ზეთები ატენიანებს და კვებავს თმას. რეგულარული გამოყენებისას ნიღაბი ეხმარება თმას ელასტიურობის აღდგენაში, გაყოფილი ბოლოებისგან დაცვაში, ბუნებრივი ბზინვარების აღდგენასა და დასუსტებული თმის ფოლიკულების გაძლიერებაში.

ძირითადი ინგრედიენტები

ჰიდროლიზებული მცენარეული ცილა — ბუნებრივი კერატინის ვეგანური ალტერნატივა. ხელს უწყობს თმის სიძლიერის გაუმჯობესებას, თმის ზრდის სტიმულირებას, თმის ფოლიკულის, ღეროსა და სკალპის აღდგენას და თმის ხარისხის გაუმჯობესებას.

ამინომჟავების სპეციალური კომპლექსი 14 in 1 — ხელს უწყობს თმის სიმტკიცესა და ბზინვარებას, ამცირებს მსხვრევას და აუმჯობესებს ელასტიურობას.

ფერის დამცავი კომპლექსი — ბიოფლავონოიდები და ბაობაბის თესლის ზეთი — იცავს თმას ულტრაიისფერი სხივებისგან და ხელს უწყობს ულტრაიისფერი გამოსხივებით გამოწვეული ფერის გახუნების თავიდან აცილებას.

დამარბილებელი, ფერისა და თერმოდამცავი კომპლექსი — ხელს უწყობს თმის ჯანსაღ გარეგნობასა და სიგლუვეს, უფრო სწრაფ გაშრობას და მარტივ დავარცხნას თმის გაფუების გარეშე. მანგოს თესლის, ქოქოსის, კანოლას ზეთებისა და ყურძნის ექსტრაქტის კომბინაცია უზრუნველყოფს თმის ინტენსიურ დატენიანებას.

გამოყენება

ნიღბის საჭირო რაოდენობა თანაბრად დაიტანეთ სუფთა და სველ თმაზე, დაწყებული ბოლოებიდან და მიიყვანეთ თმის ძირებამდე. წვრილკბილიანი სავარცხლის დახმარებით კარგად გადაანაწილეთ თმაზე. დაელოდეთ 3–5 წუთი და კარგად ჩამოიბანეთ.

თმის საჭიროებიდან გამომდინარე, კვირაში 1–2-ჯერ გამოყენება უზრუნველყოფს რეგულარულ მოვლას, ხოლო 4–5-ჯერ გამოყენება — ინტენსიურ მოვლას. უკეთესი ეფექტისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ამავე სერიის შამპუნთან და კონდიციონერთან ერთად.


ასევე შეიძლება მოგეწონოთ