{"product_id":"dr-c-tuna-ეთერზეთი-eucalyptus-10-მლ","title":"DR. C. TUNA ეთერზეთი EUCALYPTUS, 10 მლ.","description":"\u003cp\u003e \u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cbr\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eDR. C. TUNA ეთერზეთი EUCALYPTUS, 10 მლ.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eDR. C. TUNA ეთერზეთი EUCALYPTUS, 10 მლ.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eკოდი: 1000940\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cbr\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e20.99 ₾\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eპროდუქტის შესახებ: \u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eევკალიპტის 100%-ით ნატურალური, სუფთა ეთერზეთი\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eთავდაპირველად მისი სამშობლო ავსტრალია იყო, ევკალიპტის ხეები ახლა მთელ მსოფლიოში იზრდება და მისი ფოთლები ფართოდ გამოიყენება სამკურნალო თვისებების გამო. ევკალიპტის სამკურნალო ძალა მოდის ევკალიპტის ზეთიდან, რომელიც მზადდება ხის ოვალური ფორმის ფოთლებისგან. ფოთლებს აშრობენ, აქუცმაცებენ და ახდენენ ეთერზეთის გამოხდას. ევკალიპტის ეთერზეთს აქვს თამამი, გამამხნევებელი არომატი, რომელიც დამამშვიდებლად მოქმედებს ორგანიზმზე.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eრატომ შეგიყვარდებათ:\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eევკალიპტის ეთერზეთს აქვს მრავალფუნქციური მოქმედება ორგანიზმზე. მას განსაკუთრებით გამოხატული აქვს ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eაქვს ტკივილგამაყუჩებელი და სპაზმოლიტიკური მოქმედება, გამოიყენება როგორც ანტიპარაზიტული, სიცხის დამწევი, ამოსახველებელი, შარდმდენი და სისხლის გამწმენდი საშუალება. \u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e- კანზე მასაჟის დროს ქმნის გამაგრილებელ და დამამშვიდებელ შეგრძნებას\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e- არომატული გამოყენებისას ქმნის სპა-ეფექტს\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e- ხელს უწყობს სახლში სასიამოვნო გარემოს შექმნას\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eᲠოგორ გამოვიყენოთ:\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eისიამოვნეთ როგორც ძლიერი, ერთ ნოტიანი სურნელით ან შეურიეთ DR.C. TUNA -ს ამავე სერიის სხვა ეთერზეთებს უნიკალური, სენსორული ეფექტის შესაქმნელად.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eდიფუზია: გამოიყენეთ სამი-ოთხი წვეთი თქვენს დიფუზერში(ნებულაიზერში).\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eსახლის დეზინფექციისთვის: 300 მლ. თხევად საპონს დაამატეთ 5-10 წვეთი ევკალიპტის ეთერზეთი და წყალში გახსნილი გამოიყენეთ ნებისმიერი ზედაპირის გასაწმენდად.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eადგილობრივი გამოყენება: \u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eევკალიპტის ეთერზეთის გამოყენებამდე დატესტეთ ხომ არ ხართ მის მიმართ ალერგიული. ეთერზეთის მცირე რაოდენობა შეიზილეთ ყურის უკან ან მაჯის შიდა მხარეს სუფთა კანზე და დააკვირდით ხომ არ გაგიწითლდათ, ან ქავილის და წვის შეგრძნება ხომ არ გაქვთ. თუ ეს სიმპტომები არ განგივითარდათ, მაშინ თამამად შეგიძლიათ მისი გამოყენება. კანის ნებისმიერი მგრძნობელობის შესამცირებლად უნდა განზავდეს საბაზისო(მაგ. ჟოჟობას ან რომელიმე სხვა) ზეთით. ევკალიპტის ეთერზეთის გამოყენება შეგიძლიათ ინჰალაციისთვის, ასევე შეგიძლიათ დაამატოთ თქვენს საყვარელ მალამოებში და კრემებში.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eევკალიპტის ეთერზეთი აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამსუბუქებს ორგანიზმის მდგომარეობას გრიპის, გაციების, ანგინის, ბრონქიტის და სხვადასხვა ინფექციური დაავადებების დროს. აუმჯობესებს ემოციურ ფონს, შველის სახსრების, კუნთების ტკივილს, ეფექტურია შაკიკის დროს. საბაზისო(ჟოჟობას ან სხვა) ზეთებთან კომბინაციით რეკომენდირებულია ართრიტის, რადიკულიტის და რევმატიზმის სამკურნალოდ.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eარაჩვეულებრივი საშუალებაა ცხიმიანი, გამონაყრიანი კანის მოსავლელად, არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციას. \u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eგააჩნია კანის მათეთრებელი თვისება, აქრობს ანთებას, ქავილს, გაღიზიანებას მწერების ნაკბენების შემდგომ. მის მძაფრ სუნს გაურბიან კიდეც მწერები. \u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eაძლიერებს თმის ძირებს და ამცირებს ცვენას, აქრობს ქერტლს და თმას მატებს მოცულობას. \u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eჩრჩილის საწინააღმდეგოდ: ერთ ჩაის ჭიქა წყალში დაამატეთ 5-10 წვეთი ეთერზეთი, დაასველეთ მასში არომაბალიში და დადეთ საჭირო ადგილას.\u003c\/p\u003e","brand":"DEMARI","offers":[{"title":"Default Title","offer_id":47149363429564,"sku":"1000940","price":20.99,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0783\/8076\/1276\/files\/1090-5407_1.jpg?v=1784474837","url":"https:\/\/demari.com.ge\/en\/products\/dr-c-tuna-%e1%83%94%e1%83%97%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%96%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98-eucalyptus-10-%e1%83%9b%e1%83%9a","provider":"Demari","version":"1.0","type":"link"}