{"product_id":"dr-c-tuna-ეთერზეთი-citrus-10-მლ","title":"DR. C. TUNA ეთერზეთი CITRUS, 10 მლ.","description":"\u003cp\u003eპროდუქტის შესახებ: \u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e ლიმონის 100%-ით ნატურალური, სუფთა ეთერზეთი - Citrus limonum \u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eციტრუსის (ლიმონის) ეთერზეთს აქვს მრავალფეროვანი გამოყენება და სარგებელი. თავისი ცოცხალი არომატით. ლიმონი ცნობილია თავისი საუკეთესო გამწმენდი და გამამხნევებელი თვისებებით. როდესაც ლიმონის ნოტები ჰაერში ვრცელდება, იძლევა ამაღელვებელ სურნელს, რომელიც თქვენ ენერგიით აგავსებთ, თქვენს სახლს კი სისუფთავით. \u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eროგორც უკვე აღვნიშნეთ ლიმონი ცნობილია, როგორც ძლიერი გამწმენდი საშუალება, რომელიც ასუფთავებს ჰაერს და ზედაპირებს. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც არატოქსიკური გამწმენდი მთელ სახლში.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eრატომ შეგიყვარდებათ:\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e- დიფუზურად: ამაღლებული გარემოს შესაქმნელად\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e- დაამატეთ ნებისმიერ სპრეის, გამწმენდს ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e- იდეალურია თქვენი სახლის დასუფთავებისა და გაწმენდისთვის\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eროგორ გამოვიყენოთ: \u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eადგილობრივი გამოყენება: \u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eლიმონის ეთერზეთის გამოყენებამდე დატესტეთ ხომ არ ხართ მის მიმართ ალერგიული. ეთერზეთის მცირე რაოდენობა შეიზილეთ ყურის უკან ან მაჯის შიდა მხარეს სუფთა კანზე და დააკვირდით ხომ არ გაგიწითლდათ, ან ქავილის და წვის შეგრძნება ხომ არ გაქვთ. თუ ეს სიმპტომები არ განგივითარდათ, მაშინ თამამად შეგიძლიათ მისი გამოყენება. კანის ნებისმიერი მგრძნობელობის შესამცირებლად უნდა განზავდეს საბაზისო(მაგ. ჟოჟობას ან რომელიმე სხვა) ზეთით.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eისიამოვნეთ როგორც ძლიერი, ერთ ნოტიანი სურნელით ან შეურიეთ DR.C. TUNA -ს ამავე სერიის სხვა ეთერზეთებს უნიკალური, სენსორული ეფექტის შესაქმნელად.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eდიფუზია: გამოიყენეთ სამი-ოთხი წვეთი თქვენს დიფუზერში(ნებულაიზერში).\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eპირველ რიგში, ლიმონის ზეთი - შესანინშავი ანტისეპტიკია, რომელსაც იყენებენ სხვადასხვა ინფექციების, განსაკუთრებით ყელის და საუსთნქი გზების ინფექციების, გრიპის, გაციების, კანის ანთებითი დაავადებების, გამონაყარის, ქერტლის, ფერიმჭამელების დროს. ლიმონის ზეთი კარგად შველის ნაღველ-კენჭოვანი დაავადების, გულძმარვის, საჭმლის მოუნელებლობის, ფაღარათის დროს, გააჩნია მკვეთრად გამოხატული შემახორცებელი მოქმედება. სწრაფად და ადვილად აწესრიგებს არტერიულ წნევას.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eლიმონის ეთერზეთი კარგი მატონიზირებელი და დამამშვიდებელი საშუალებაა, ის აწესრიგებს ნერვული სისიტემის მოქმედებას და ორგანიზმის დამცავ ფუნქციებს იმის მიხედვით, რა სჭირდება ადამიანს იმ მომენტში. ის გიხსნით თავის ტკივილისგან და გონებრივი დაღლილობისგან. ლიმონის ეთერზეთს გააჩნია ანტიტოქსიკური და დეპრესიის საწინააღმდეგო მოქმედება, ასევე აქვს კანის მათეთრებელი ეფექტი, საუკეთესოა ცელულიტის საწინააღმდეგოდ - ანტიცელულიტურ სამასაჟე საშუალებებში დასამატებლად 10 მლ.-ზე 3-5 წვეთი, ატონიზირებს და სიგლუვეს ანიჭებს კანს, ავიწროებს ცხიმოვან ფორებს, გამოიყენება თმის ცვენისა და ქერტლის საწინააღმდეგოდ. \u003c\/p\u003e","brand":"DEMARI","offers":[{"title":"Default Title","offer_id":47149391839420,"sku":"1000943","price":20.99,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0783\/8076\/1276\/files\/1093-5405.png?v=1784476292","url":"https:\/\/demari.com.ge\/en\/products\/dr-c-tuna-%e1%83%94%e1%83%97%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%96%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98-citrus-10-%e1%83%9b%e1%83%9a","provider":"Demari","version":"1.0","type":"link"}